შარლიზ ტერონი აღიარებს, რომ მრავალშვილიანობა მისი სტილი არ არის

შარლიზ ტერონი აღიარებს, რომ მრავალშვილიანობა მისი სტილი არ არის
შოუბიზნესი / აპრილი 24, 2018

ამერიკელმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა გადაწყვიტა, რომ ორ შვილზე შეჩერდება, რადგან მრავალშვილიანობა მისი სტილი არ არის.

ეს ინფორმაცია მან ამ დღეებში, „ტალის“ პრემიერაზე გააჟღერა, სადაც აღნიშნა, რომ რეალურად ეს როლი მისთვის არ არის.

„მე არ ვარ აღფრთოვანებული იმ მშობლებით, რომლებიც სამ და მეტ შვილს ზრდიან, თუმცა არც განვიკითხავ მათ, რადგან ვხვდები, რომ მოსწონთ ასეთი ცხოვრება“, – განაცხადა ტერონმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ტერონი ორ აყვანილ შვილს ზრდის. მსახიობი აღიარებს, რომ მას ეს როლი არც ისე ძალიან უმარტივდება და ხშირად კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს.

საკვანძო სიტყვები