შაკირასა და ჟერარ პიკეს ოჯახური იდილია (ფოტო)

შაკირასა და ჟერარ პიკეს ოჯახური იდილია (ფოტო)
შოუბიზნესი / თებერვალი 20, 2018

გასული წლის ბოლოს დასავლურმა მედიამ შაკირასა და ჟერარ პიკეს დაშორების შესახებ დაწერა. მაშინ მომღერალს და ფეხბურთელს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა საზოგადოებაში ერთად მალევე გამოჩნდნენ.

ამ დღეებში მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ურთიერთობაში სრული ჰარმონია აქვთ: პაპარაცებმა წყვილი ორ შვილთან ერთად ბარსელონაში სეირნობის დროს გადაიღეს. ვარსკვლავებმა ვაჟები შოუზე Disney On Ice წაიყვანეს.

ოჯახი მუქ ფერებში იყო ჩაცმული, ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიექციათ.

შეგახსენებთ, რომ შაკირა და პიკე ერთად 8 წელია არიან. ამ დროის განმავლობაში მათ ორი შვილი შეეძინათ, თუმცა ურთიერთობის დაკანონებას ისინი არ ჩქარობენ.

საკვანძო სიტყვები