შაკირას წარმომადგენელმა მისი და პიკეს დაშორებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

შაკირას წარმომადგენელმა მისი და პიკეს დაშორებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 8, 2017

რამდენიმე დღის წინ, დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მომღერლის წარმომადგენელმა ამ ფაქტზე კომენტარი უკვე გააკეთა. მისი თქმით, შაკირა და პიკე ერთად არიან.

„მათ ყველაფერი ძველებურად აქვთ. ამ ხმებს ავრცელებენ ადამიანები, რომლებსაც პიკესთვის ზიანის მიყენება უნდათ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მისი სიტყვები თავად სპორტსმენმაც დაადასტურა და სოციალურ ქსელში შაკირას ვიდეო გადააზიარა, სადაც მომღერალი გიტარაზე სიმღერას ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2010 წლიდან ცხოვრობს. 7 წლის განმავლობაში მათ ორი ვაჟიშვილი შეეძინათ, ურთიერთობის დაკანონებას კი მომავალი წლისთვის გეგმავდნენ.

საკვანძო სიტყვები