შაია ლაბაფი რობერტ პატინსონის ყოფილ მეგობარ გოგონას ხვდება (ფოტო)

შაია ლაბაფი რობერტ პატინსონის ყოფილ მეგობარ გოგონას ხვდება (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 8, 2018

შაია ლაბაფი FKA twigs-ს ხვდება. წყვილმა ერთმანეთი მაისში, ფილმის Honey Boy გადაღებებზე გაიცნო, უკვე ზაფხულში კი მედია მათ რომანზე ალაპარაკდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად იშვიათად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე, პაპარაცებმა ამ დღეებში, ამერიკელი მსახიობი და ინგლისელი მომღერალი კალიფორნიაში დააფიქსირეს.

ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ვარსკვლავები ქუჩაში სეირნობისას არიან გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის არტისტი და 30 წლის შემსრულებელი კამერებს არ დამალვიან. შეყვარებულებს არც გრძნობები დაუმალავთ თუ გავითვალისწინებთ, რომ ფოტოგრაფების ობიექტივში ის კადრიც მოხვდა, როცა ისინი ერთმანეთს კოცნიან, შემდეგ კი გზას აგრძელებენ.

 

შეგახსენებთ, რომ შაია აქამდე ისეთ ვარსკვლავებს ხვდებოდა, როგორებიც ჩაინა ბრეზნერი, კერი მილიგანი და მია გოთი არიან, FKA twigs-ის პირადი ცხოვრებიდან კი ცნობილი მხოლოდ რობერტ პატინსონთან რომანია.

საკვანძო სიტყვები