შაია ლაბაფი დააპატიმრეს

შაია ლაბაფი დააპატიმრეს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 12, 2015

9 ოქტომბერს, სკანდალური შაია ლაბაფი ოსტინში დააპატიმრეს. როგორც ცნობილია, მსახიობი ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო და უწესოდ იქცეოდა. დებოშიორი მსახიობი ბარიდან პოლიციამ მას შემდეგ გაიყვანა, რაც ამ უკანასკნელებს ბარის თანამშრომლებმა მიმართეს. მსახიობის დასაკავებლად კი ბორკილების გამოყენება აუცილებელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ლაბაფმა საზოგადოების წინაშე იჩხუბა მეგობარ გოგოსთან, მია გოტთან. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ისინი არამარტო უყვიროდნენ ერთმანეთს, არამედ ფიზიკურადაც შეეხნენ. ხოლო ტაქსისტმა, რომელმაც მაშინ ლაბაფი წაიყვანა, განაცხადა, რომ მსახიობი გოგონას მოკვლით იმუქრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იგი მსახობ საშა ლეინს ხვდება.

საკვანძო სიტყვები