შაია ლაბაფი და მია გოტი დაქორწინდნენ

შაია ლაბაფი და მია გოტი დაქორწინდნენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2016

ამერიკელმა მსახიობებმა, შაია ლაბაფმა და მია გოტმა ლას ვეგასში იქორწინეს. ინფორმაციას პორტალი TMZ ავცელებს.

ცნობილია, რომ სპეციალურად ცერემონიისთვის ლაბაფმა ელვის პრესლის საფირმო „როკ-ენ-როლის მეფის“ ფორმა მოირგო, მისი მეუღლე კი ჰავაის ტრადიციულ კაბაში გამოეწყო. ქორწილში მსახიობები ვარდისფერი კადილაკით მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ შაია ლაბაფი და მია გოტი 2012 წლიდან ხვდებიან. ერთმანეთი მათ ლარს ფონ ტრიერის „ნიმფომანის“ მეორე ნაწილის გადაღებებზე გაიცნეს.

საკვანძო სიტყვები