სერენა უილიამსი ქალიშვილთან ერთად Vogue-ის ფურცლებზე გამოჩნდა (ფოტო)

სერენა უილიამსი ქალიშვილთან ერთად Vogue-ის ფურცლებზე გამოჩნდა (ფოტო)
შოუბიზნესი / იანვარი 11, 2018

36 წლის სერენა უილიამსმა ამერიკული Vogue-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ინტერვიუც მისცა. ცნობილი გამოცემის გარეკანზე სპორტსმენი 4 თვის ქალიშვილთან ერთად პოზირებს.

უილიამსმა აღიარა, რომ შვილის დაბადება მას კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მას სასწრაფო საკეისრო კვეთა დასჭირდა, მშობიარობის შემდეგ კი, კიდევ რამდენიმე ოპერაცია გახდა საჭირო.

თავიდან ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, შემდეგ კი ნამდვილი კოშმარი დაიწყო. საავადმყოფოში ექვსი კვირა გავატარე. საბედნიეროდ იქიდან გამოსვლის შემდეგ პრობლემები აღარ მაწუხებს“, – განაცხადა უილიამსმა.

მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ კი მან და ალექსის ოგანიანმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.