სექსუალური შევიწროების შესახებ კითხვის საპასუხოდ შერონ სტოუნი 10 წამი იცინოდა (ვიდეო)

სექსუალური შევიწროების შესახებ კითხვის საპასუხოდ შერონ სტოუნი 10 წამი იცინოდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / იანვარი 17, 2018

სატალევიზიო ინტერვიუს დროს, კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც სექსუალურ შევიზწროებას ეძღვნებოდა, პასუხად შერონ სტოუნი დაახლოებით 10 წამის მანძილზე იცინოდა. შემდეგ კი ჟურნალისტს მიუგო, რომ ამ მოვლენასთან შეხება ყველა ასპექტში ჰქონია:

მე ამ ბიზნესში 40 წელია ვარ. ხომ წარმოგიდგენიათ რა იყო ეს ბიზნესი წლების წინ და ამას დამატებული ჩემი გარეგნობა? გოგონა, ჩამოსული პენსილვანიიდან, რომელიც გზის გაკვალვას ყოველგვარი დახმარების გარეშე ცდილობს. მე ყველაფერი გადატანილი მაქვს, რისი წარმოდგენაც შეიძლება“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

აღსანიშნავია, რომ კოლეგებისგან განსხვავებით, სტოუნს ამ თემაზე ხმამაღალი განცხადება არასოდეს გაუკეთებია.