სელმა ჰაიეკმა თმა წითლად შეიღება (ფოტო)

სელმა ჰაიეკმა თმა წითლად შეიღება (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

ეშხიანმა შავგრემანმა ვარსკვლავმა, სელმა ჰაიეკიმ იმიჯი შეიცვალა. 52 წლის მსახიობი მოულოდნელად წითური გახდა.

აღსანიშნავია, რომ ,,ოსკარებზე” ნომინირებული ლამაზმანის გარდასახვა კომედიური ჟანრის ფილმს Limited Partners უკავშირდება, რომელშიც 1 შვილის დედას პარტნიორობას ტიფანი ჰადიში და როუზ ბირნი უწევენ.

ამ დღეებში, პაპარაცებმა ვარსკვლავური ტრიო სწორედ ახალი პროექტის გადაღებებზე, ატლანტაში დააფიქსირეს.

კინოსურათი, რომლის რეჟისორი მიგელ არტეტაა, 2019 წლის 28 ივნისს გამოვა.

საკვანძო სიტყვები