სელინ დიონმა „დედპული 2“-ის საუნდტრეკი წარმოადგინა (ვიდეო)

სელინ დიონმა „დედპული 2“-ის საუნდტრეკი წარმოადგინა (ვიდეო)
შოუბიზნესი / მაისი 4, 2018

კანადელმა მუსიკოსმა, სელინ დიონმა „დედპული 2“-ის საუნდტრეკი „Ashes“ წარმოადგინა. გამოქვეყნდა სიმღერაზე გადაღებული ვიდეოც, რომელმაც ფილმის თაყვანიმსცემლების მოწონება დაიმსახურა. კლიპის ბოლოს „დედპული“ მადლობას უხდის დიონს და აღნიშნავს, რომ მისი ფილმისთვის ის ზედმეტად კარგია: „ეს „დედპულია“ და არა „ტიტანიკი“-ეუბნება ის მომღერალს.

შეგახსენებთ, რომ დიონის ამ დროისთვის უკანასკნელი ალბომი „Encore un soir“ 2016 წელს გამოვიდა. დისკი რიგით მე-15 ფრანგულენოვანია, ხოლო მომღერლის საერთო დისკოგრაფიაში 26-ეა. ამ მომენტისთვის სელინი ინგლისურენოვან დისკზე მუშაობს. პირველი სინგლი „Recovering“ სპეციალურად მისთვის პინკმა დაწერა.

საკვანძო სიტყვები