სელენა გომესს და The Weeknd-ს რომანი აქვთ (ფოტოები)

სელენა გომესს და The Weeknd-ს რომანი აქვთ (ფოტოები)
შოუბიზნესი / იანვარი 12, 2017

ახალი, 2017 წელი სელენა გომესმა და The Weeknd-მა რომანტიულად დაიწყეს: ვარსკვლავები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს, სადაც ისინი სამი საათის განმავლობაში ვახშმობდნენ. ადგილზე ცალ-ცალკე მივიდნენ, ხოლო შენობა ერთად დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის კანადლეი მუსიკოსი ნოემბერში ბელა ჰადიდს წელიწადნახევრიანი რომანის შემდეგ დაშორდა. რაც შეეხება სელენას, გასული წლის შემოდგომაზე ორი თვე მან სარეაბილიტაციო კლინიკაში გაატარა, სადაც დეპრესიას და პანიკურ შეტევებს ებრძოდა. როგორც ჩანს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ქსელში წყვილის პაპარაცული ფოტოები გავრცელდა, ბელა ჰადიდმა „ინსტაგრამზე“ სელენა გომესის „გამოწერა“ გააუქმა.

საკვანძო სიტყვები