სელენა გომესმა ჯასტინ ბიბერს პილატესი შეაყვარა

სელენა გომესმა ჯასტინ ბიბერს პილატესი შეაყვარა
შოუბიზნესი / იანვარი 4, 2018

ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი მთელს თავისუფალ დროს თითქმის ერთად ატარებენ.

წყვილმა საერთო ინტერესებიც აღმოაჩინა: მას შემდეგ, რაც ჯასტინმა საყვარელი გოგო რელიგიით დააინტერესა და ეკლესიაშიც მასთან ერთად დადის, სელენამ გადაწყვიტა, ბიბერს პილატესისადმი სიყვარული გაუჩინოს. ამ დღეებში კანადელი მომღერალი მორიგ ვარჯიშზე მიმავალი დააფიქსირეს. მომღერალი დაღლილი ჩანდა, თუმცა მაინც მხნედ გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ისინი ერთად შეხვდნენ. ჯასტინი საყვარელ ქალთან პირადი თვითმფრინავით გადაფრინდა.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები