სელენა გომესი ვუდი ალენის ფილმის გადაღებებზე (ფოტო)

სელენა გომესი ვუდი ალენის ფილმის გადაღებებზე (ფოტო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 12, 2017

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვუდი ალენის ახალ ფილმში სელენა გომესი მიიღებს მონაწილეობას. გუშინ, 11 სექტემბერს, 25 წლის ვარსკვლავი ნიუ-იორკში, გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს.

პარტნიორობას ფილმში სელენას ელ ფანინგი, ტიმოთი ჩალამეტი და ჯუდ ლოუ უწევენ. ეს უკანასნელი ქასტს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. თავად ფილმზე ცნობილი ბევრი არაფერია, მათ შორის სახელწოდებაც.

აღსანიშნავია, რომ სელენასთვის ეს სადებიუტო ფილმი არ იქნება, თუმცა ალენის მსგავს რეჟისორებთან მას არ უმუშავია. გომესის უკანასკნელი ნამუშევარი – სერიალი „13 მიზეზი რატომ“ არის, რომლისთვისაც ის პროდიუსერიც იყო.