სელენა გომესი „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი აღარ არის

სელენა გომესი „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი აღარ არის
შოუბიზნესი / ოქტომბერი 30, 2018

„ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული ცნობილი ადამიანი ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუა. ამ დროისთვის, სოციალურ ქსელში, პორტუგალიელ ფეხბურთელს 144,434,334 მილიონი გამომწერი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით რონალდუმ, მომღერალ სელენა გომესს აჯობა, რომელიც გასული ორი წლის ლიდერი იყო.

26 წლის ვარსკვლავის ,,ფოლოუერთა” რიცხვი 144,355,493 შეადგენს.

„ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული ვარსკვლავებს შორის ასევე ტეილორ სვიფტი (112,747,369 მლნ. გამომწერი), არიანა გრანდე (132,394,710 მლნ. გამომწერი), კიმ კარდაშიანი (120,057,968 მლნ. გამომწერი) და ბიონსე (119,625,200 მლნ. გამომწერი) მოხვდნენ.