საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონი გამოვლინდა

საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონი გამოვლინდა
Hi Tech / მარტი 1, 2018

გამოცემამ Consumer Reports იმ ტელეფონების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საუკეთესო კამერით არიან აღჭურვილები. აღსანიშნავია, რომ ათეულში მხოლოდ Samsung-სა და Apple-ის ნაწარმი მოხვდა.

საუკეთესო ხუთეულის მეხუთე ადგილზე iPhone 7 განთავსდა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა iPhone 7 Plus. მეოთხე პოზიცია Samsung Galaxy S8+-მა დაიკავა. სამეულის მესამე ადგილი Apple iPhone 8 Plus-ს ერგო, მეორე – Apple iPhone 8-ს, ხოლო საპატიო პირველი ადგილი Apple-ის საიუბილეო და ხმაურიანმა სმარტფონმა iPhone X-მა დაიკავა.

საკვანძო სიტყვები