საუცხოო ფერის Lenovo Z5 50 წამში გაიყიდა

საუცხოო ფერის Lenovo Z5 50 წამში გაიყიდა
Hi Tech / ივნისი 29, 2018

როგორც აღმოჩნდა, სმარტფონი Lenovo Z5 მომხმარებლებისთვის იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავად კომპანია წარმოიდგენდა.

მყიდველებმა რეკორდულად მოკლე დროში შეიძინეს მოწყობილობის პირველი და მეორე პარტიები, რასაც ჯამში 2 წუთიც კი არ დასჭირდა. 28 ივნისს კი გაყიდვაში სმარტფონის საუცხოო ფერი – Indigo Blue გამოვიდა, რომლის თითოეული ერთეული, მათ შორის სარეზერვოც, 50 წამში გაიყიდა.

სმარტფონის მომდევნო პარტია ონლაინ-მაღაზიებში 3 ივლისს გამოჩნდება. მისი ფასი 211 დოლარს, ხოლო წითელ კორპუსში – 196 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ Lenovo Z5 აღჭურვილია 6,2 დიუიმიანი ეკრანით, Snapdragon 636-ის პროცესორით, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით.

საკვანძო სიტყვები