სათვალე, რომელიც უძილობას წამლების გარეშე ებრძვის

სათვალე, რომელიც უძილობას წამლების გარეშე ებრძვის
Hi Tech / ივნისი 5, 2017

კომპანია Sana Health-ის თანამშრომლებმა შექმნეს სპეციალური სათვალე, რომელიც ადამიანს დაძინებაში წამლების გარეშე დაეხმარება. შედეგი იგივეა, რაც საძილე საშუალებების მიღების დროს.

ინიციატივის ავტორი რიჩარდ ჰენბურია, რომელიც უძილობით თავადც იტანჯებოდა. მისი გამოგონება სინათლისგან სრულ იზოლაციაში მოგაქცევთ და შექმნის ტვინის აუდიოვიზუალურ სტიმულაციას. ეს პროცესი ადუნებს ადამიანს და მიჰყავს იმ ზომამდე, რომ ის იძინებს. პროცესი მაქსიმუმ 10 წუთს გრძელდება.

ჰენბურის თქმით, სათალე ჯანსაღი ძილის გარანტია და ამ პერიოდში ადამიანი ნამდვილად ისვენებს.

საკვანძო სიტყვები