სათამაშო, რომელსაც კეიტ მოსი ეხუტებოდა, Ebay-ზე იყიდება

სათამაშო, რომელსაც კეიტ მოსი ეხუტებოდა, Ebay-ზე იყიდება
შოუბიზნესი / ნოემბერი 14, 2017

Louis Vuitton-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა კოლაბორაციამ მოულოდნელი გაგრძელება მიიღო. სპეციალურად ყოველწლიური საქველმოქმედო პროექტისთვის Children in Need, რომელიც BBC-ზე გადის, კიმ ჯონსმა რბილი დათუნია ჯინსისგან გააკეთა, რომელსაც თავიდან ფეხებამდე Louis Vuitton-ის მონოგრამები აქვს დატანილი. მას მინიატურული მაისური აცვია და ბენდენა უკეთია, კოლაბორაციის ნიშნად Supreme-ს ლოგოტიპებით.

Supreme x Louis Vuitton Ebay-ზე იყიდება, ის 60 000 ფუნტი ღირს, თუმცა ეს თანხა კიდევ გაიზრდება, რადგან აუქციონამდე ხუთი დღეა დარჩენილი. მთელი თანხა ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.

კიმ ჯონსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორია.

 

საკვანძო სიტყვები