სასიყვარულო სამკუთხედი – ჯასტინ ბიბერს სელენა გომესის გამო ჰეილი ბოლდუინთან ურთიერთობა დაეძაბა

სასიყვარულო სამკუთხედი – ჯასტინ ბიბერს სელენა გომესის გამო ჰეილი ბოლდუინთან ურთიერთობა დაეძაბა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 16, 2018

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ინფორმაცია ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ნიშნობის შესახებ, ისინი არაერთხელ შენიშნეს ერთად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ვარსკვლავები გრძნობებს არ მალავდნენ და ერთად ყოფნის სიამოვნებით ტკბებოდნენ.

საინტერესოა, რომ გუშინ, ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც მანქანაში საცოლესთან მსხდომი მტირალი ბიბერი ჩანს, რომელმაც სელენას ჰოსპიტალიზაციის ამბავი ემოციურად გადაიტანა, უკვალოდ არ ჩაუვლია. ინსაიდერის ცნობით, ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინგერის ქალიშვილს ურთიერთობა დაეძაბათ.

მედიაში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ წყვილი დაშორდა.

,,სელენა ჯასტინის პირველი დიდი სიყვარულია. ის მას მისი ცხოვრების ნაწილად მიიჩნევს,” – აღნიშნავენ 24 წლის მუსიკოსის მეგობრები.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში კიდევ ერთი ფოტო მოხვდა, რომელზეც ჯასტინს ხელში ალკოჰოლით სავსე ჭიქა უჭირავს, მის უკან მომავალი ბოლდუინი კი მოწყენილი გამოიყურება.