სასამართლომ Apple-თან მიმართებაში Xiamoni დამნაშავედ ცნო

სასამართლომ Apple-თან მიმართებაში Xiamoni დამნაშავედ ცნო
Hi Tech / დეკემბერი 7, 2017

ჯერ კიდევ 2014 წელს, კომპანია Apple-მა Xiaomi-ს სასამართლოში უჩივლა. მაშინ ის ამტკიცებდა, რომ პლანშეტ Mi Pad-ის სახელწოდება მათი iPad-დან გამომდინარეობს.

ხანგრძლივი პროცესის შემდეგ კი ცოტა ხნის წინ საქმე Apple-ის სასარგებლოდ გადაწყდა. ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ Xiaomi-მ ნამდვილად „მოიპარა“ პლანშეტის სახელწოდება.

ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ჩინური კომპანია ამ გადაწყვეტილებას. ასევე საბოლოოდ არ დადასტურებულა, რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს მას აღიარების შემთხვევაში.

საკვანძო სიტყვები