Samsung ორ-ეკრანიან სმარტფონს დააპატენტებს

Samsung ორ-ეკრანიან სმარტფონს დააპატენტებს
Hi Tech / ივნისი 25, 2018

კომპანია Samsung თავისი პატენტების ნაკრებს ახალი და სასარგებლო იდეებით ამდიდრებს.

ამჯერად საუბარია ორ-ეკრანიან სმარტფონზე. სიახლეს მაქსიმალურად თხელი ჩარჩო ექნება, ხოლო ეკრანის ზემოთ დატოვებულია ადგილი წინა კამერისა და დინამიკებისთვის.

მოწყობილობის უკანა მხარეს განთავსებული იქნება დამატებით ეკრანი, რომლის ზედა მარცხენა კუთხეში ძირითადი კამერა იქნება.

პატენტი ფანტასტიკურ ან არარეალურ ტექნოლოგიებს არ შეიცავს, ამიტომ მოწყობილობის გამოშვება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.

საკვანძო სიტყვები