Samsung-მა სმარტფონების განბლოკვის უნიკალური მეთოდი შეიმუშავა

Samsung-მა სმარტფონების განბლოკვის უნიკალური მეთოდი შეიმუშავა
Hi Tech / იანვარი 31, 2018

Samsung-მა თავისი გაჯეტების განბლოკვის უნიკალური მეთოდი შეიმუშავა და დააპატენტა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ არსებული საშუალებები სულ უფრო არასანდო ხდება, სწორედ ამან განაპირობა სიახლის შემუშავების გადაწყვეტილება.

ამიერიდან, მომავალ სმარტფონებში დევაისებს არტერიული წნევის საშუალებით განბლოკავთ. ამისათვის, გაჯეტებზე სპეციალური მრიცხველები განთავსდება, რომლების მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას მოაგროვებს, სპეციალური აპლიკაცია კი მონაცემებს დაამუშავებს.

ალგორითმი სხვადასხვა ფაქტორებს გაითვალისწინებს, რათა მომხმარებელმა ნებისმიერი ფიზიკური მდგომარეობის შემთხვევაში შეძლოს სმარტფონისთვის ბლოკის მოხსნა. Samsung-ში აცხადებენ, რომ ადამიანის არტერიული წნევის გამოცნობა და გაყალბება შეუძლებელია, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს სიახლის სანდოობას.

პოპულარული სიახლეები