Samsung-მა Galaxy S9 და S9+ ოფიციალურად წარმოადგინა

Samsung-მა Galaxy S9 და S9+ ოფიციალურად წარმოადგინა
Hi Tech / თებერვალი 26, 2018

კომპანია Samsung-მა ოფიციალურად  წარმოადგინა სმარტფონები Galaxy S9 და  S9+. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალმა მოდელებმა სრულყოფილი კამერა მიიღეს. მისი ობიექტივი ორმაგი დიაფრაგმითა და დაბალი განათების დროს გადაღების ფუნქციით არის აღჭურვილი. ამას გარდა, მას შეუძლია წამში 960 კადრის გადაღება.

„Samsung-ის მომხმარებლებს შეუძლიათ თავისი მსგავსი ემოძის შექმნა, რომლის ანიმირებული ვერსია მას ხმითაც კი დაემსგავსება, ამისთვის კი სპეციალური ალგორითმი შეიქმნა“, – ნათქვამია კომპანიაში.

სმარტფონზე წინასწარი შეკვეთის მიცემა უკვე 25 თებერვლიდან არის შესაძლებელი. რაც შეეხება მათ ფასს, S9 1072, ხოლო S9+ 1197 დოლარი ეღირება.

საკვანძო სიტყვები