Samsung-მა აღაიარა, რომ მისი სმარტფონები ფოტოებს უნებართვოდ მართლაც აგზავნის

Samsung-მა აღაიარა, რომ მისი სმარტფონები ფოტოებს უნებართვოდ მართლაც აგზავნის
Hi Tech / ივლისი 5, 2018

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ Samsung-ის სმარტფონები, მეპატრონეებისგან დაუკითხავად გალერეიდან ფოტოებს უნებართვოდ აგზავნის. კომპანია ამ პრობლემაზე დიდი ხნის განმავლობაში დუმდა.

თუმცა, Samsung-ის წარმომადგენლებმა დუმილის დარღვევა გადაწყვიტეს. როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა ძირითადად ამერიკელებს აქვთ, სხვა რეგიონებიდან მსგავსი ტიპის საჩივარი ჯერ არ გაჟღერებულა.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ პრობლემა მართლაც არსებობს და ისინი თავს არ ზოგავენ მის აღმოსაფხვრელად. პირველ ეტაპზე კი ისინი მოუწოდებენ მომხმარებლებს, Samsung Messenger-ის მეხსიერებასთან წვდომა დროებით გამორთონ.

საკვანძო სიტყვები