Samsung-ის საკეცი სმარტფონის ფოტოები ქსელში მოხვდა

Samsung-ის საკეცი სმარტფონის ფოტოები ქსელში მოხვდა
Hi Tech / ივნისი 18, 2018

Samsung-ის საკეცი სმარტფონის პრეზენტაცია MWC 2019-ის გამოფენაზე იგეგმება.

ამ დღეებში ქსელში გამოჩნდა რამდენიმე ფოტო, რომელზეც სწორედ აღნიშნული სმარტფონის პროტიტიპია გამოსახული, ცნობილი კოდური სახელწოდებით Project V.

მოწყობილობას აქვს ორი ეკრანი, რომლებიც შესამჩნევი ჩარჩოებით არის გაცალკევებული. თუკი კარგად დავუკვირდებით სისქეს, დავრწმუნდებით, რომ აპარატის ძირითადი ნაწილი ერთ მხარეს არის მოქცეული.

სიახლეს 7,3 დიუიმიანი ეკრანი ექნება და დაახლოებით 2000 დოლარი ეღირება.

საკვანძო სიტყვები