Samsung-ის საკეცი სმარტფონი და Galaxy S10 მომავალ წელს გამოვა

Samsung-ის საკეცი სმარტფონი და  Galaxy S10 მომავალ წელს გამოვა
Hi Tech / მაისი 8, 2018

საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება Samsung-ის პირველი საკეცი ტელეფონის გამოჩენას, რომლის რელიზის თარიღმა უკვე რამდენჯერმე გადაიწია. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით კი, საკეცი ტელეფონი მაშინ გამოვა, როდესაც ის სრულად მზად იქნება.

უახლესი ინფორმაციით, პრეზენტაცია შესაძლოა Mobile World Congress-ზე, მომდევნო წლის თებერვალში შედგეს. რაც შეეხება Galaxy S10-ს, მისი გამოსვლაც მომავალი წლის იანვარში იგეგმება.

საკეც მოწყობილობას საკმაოდ რთული დიზაინი ექნება, რომელიც თავის თავში სამ 3,5 დიუმიან OLED-პანელს მოიცავს. გახსნილ მდგომარეობაში კი, დევაისის ეკრანის ზომა დაახლოებით 7 დიუმს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები