Samsung-ის ახალი სმარტფონი ჰაერის დაბინძურების დონეს გააკონტროლებს

Samsung-ის ახალი სმარტფონი ჰაერის დაბინძურების დონეს გააკონტროლებს
Hi Tech / ოქტომბერი 13, 2017

ცნობილი ხდება, რომ Samsung-ის ახალი სმარტფონი GALAXY S 9 სრულიად ახალი შესაძლელობებით იქნება აღჭურვილი, რაც აქამდე არცერთი კომპანიის ნაწარმში არ ყოფილა.

სიახლეს სპეციალური კამერა ექნება, რომელიც რამდნეიმე წამის განმავლობაში ჰაერის ქიმიურ შემადგენლობას განსაზღვრავს. მოწყობილობა სპექტოგრაფის პრინციპით იმუშავებს, რომელსაც თანამედროვე ლაბორატორიებში იყნებენ.

კომპანიის ინჟინერებმა აღნიშნული გამოგონება უკვე დააპატენტეს. მათი თქმით, ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში, სიახლე აცნობებს მეპატრონეს, რომ დაბინძურების დონე კრიტიკულად საშიშია.

საკვანძო სიტყვები