Samsung-ის ახალ სმარტფონს ორმაგი სელფის კამერა ექნება

Samsung-ის ახალ სმარტფონს ორმაგი სელფის კამერა ექნება
Hi Tech / ივლისი 10, 2018

Samsung-ის Galaxy-ს ხაზი ერთდროულად სამი ახალი სმარტფონის პრეზენტაციისთვის ემზადება.

Galaxy S10 – 5,8 დიუიმიანი Super AMOLED ეკრანით, ასევე თითის ანაბეჭდის სკანერით და ორმაგი ძირითადი კამერით  იქნება აღჭურვილი.

Galaxy S10+ (beyond 1) -ს 6,2 დიუიმიანი მოხრილი Super AMOLED ეკრანი, თითის ანაბეჭდის სკანერი და სამმაგი ძირითადი და ერთი წინა კამერა ექნება.

რაც შეეხება Galaxy S10+ (beyond 2) -ს, მას 6,44 დიუიმიანი მოხრილი Super AMOLED ეკრანი, ასევე სამმაგი ძირითადი კამერა და ორმაგი სელფის კამერა ექნება.

სხვა დეტალები სმარტფონებზე არ ვრცელდება.

 

საკვანძო სიტყვები

მსგავსი სიახლეები