Samsung-ი Galaxy S9 Plus-ის Lite-ვერსიაზე მუშაობს

Samsung-ი Galaxy S9 Plus-ის Lite-ვერსიაზე მუშაობს
Hi Tech / ივნისი 20, 2018

სულ მალე, კომპანია Samsung Galaxy S9+-ის Lite-ვერსიას გამოუშვებს. მოწყობილობა უკვე დარეგისტრირებულია ნომერით SM-G8855.

Galaxy S9+-ის „მსუბუქი“ ვერსია 6,28 დიუიმიან ეკრანს მიიღებს, ასევე ორმაგ 24 და 16 მეგაპიქსელიან ძირითად კამერას.

თითის ანაბეჭდის სკანერი კი უკანა კორპუსის ცენტრალურ ზედა ნაწილში განთავსდება. წინა კამერამ კი 24 მეგაპიქსელიანი გარჩევადობა მიიღო.

მოწყობილობას საფუძვლად 8 ბირთვიანი პროცესორი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შიდა ფლეშ-მეხსიერება უდევს.

საკვანძო სიტყვები