Samsung Galaxy C7-ს ორმაგი ძირითადი კამერა ექნება

Samsung Galaxy C7-ს ორმაგი ძირითადი კამერა ექნება
Hi Tech / ივლისი 17, 2017

ხმების თანახმად, ახალი სმარტფონი Samsung Galaxy C7 ორმაგი ძირითადი კამერით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურმა წყარომ „ტვიტერზე“ გაავრცელა.

მისი თქმით, Galaxy C7 სამხრეთკორეელი ტექნო-გიგანტის მეოთხე ქმნილება იქნება, რომელიც ორმაგ ძირითად კამერას მიიღებს. აქამდე შესაბამის მონაცემებს C10-ში, Galaxy J7 -სა და და Galaxy Note8-ში შევხვდებოდით.

ასევე ნათქვამია, რომ მოწყობილობა გაყიდვაში უახლოეს მომავალში გამოვა.

საკვანძო სიტყვები