Samsung ახალი საკეცი სმარტფონის წარსადგენად ემზადება

Samsung ახალი საკეცი სმარტფონის წარსადგენად ემზადება
Hi Tech / ივლისი 6, 2018

გასულ წელს სმარტფონი Samsung W2018 გამოვიდა. ეს იყო პირველი მოწყობილობა, რომელსაც კამერა ცვლადი დიაფრაგმით ჰქონდა. იგივე ტექნოლოგია გამოიყენება Galaxy S9-სა და Galaxy S9+-ში.

წელს Samsung საკეცი მოწყობილობის ახალ ვერსიას გამოუშვებს. სიახლეს, სავარაუდოდ, Samsung W2019 ერქმევა და თუკი ინსაიდერს დავუჯერებთ, სმარტფონი უკანა პანელზე ორმაგი კამერით აღიჭურვება.

Samsung W2019 საკმაოდ ძვირი, 2 563 დოლარი ეღირება და მისი დებიუტი დეკემბერში შედგება.

საკვანძო სიტყვები