სამი მეგობრის 4: სელენა გომესმა და დაქალებმა ერთნაირი ტატუები გაიკეთეს

სამი მეგობრის 4: სელენა გომესმა და დაქალებმა ერთნაირი ტატუები გაიკეთეს
შოუბიზნესი / აგვისტო 20, 2018

სელენა გომესმა და მისმა სამმა უახლოესმა მეგობარმა ერთნაირი ტატუები გაიკეთეს. მოულოდნელი გადაწყვეტილება ბლოგერ კორტნი ბერრის დაბადების დღის წვეულებაზე მიიღეს, საიდანაც ტატუს სალონში აღმოჩნდნენ და შედეგად ოთხივე მეგობარს სხეულზე ციფრი ”4”-ის გამოსახულების ტატუ აქვს.

გოგოებს ეს დღესასწაული მტელი ცხოვრება ემახსოვრებათ, ერთნაირი ტატუები კი მათი სამუდამო მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.

სელენამ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე არაერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც როგორც ტატუს გაკეთების პროცესი, ასევე საბოლოო შედეგიც არის ასახული.

საკვანძო სიტყვები