„სამეფო კარის თამაშებში“ კიდევ ერთი ცნობილი მუსიკოსი გამოჩნდება

„სამეფო კარის თამაშებში“ კიდევ ერთი ცნობილი მუსიკოსი გამოჩნდება
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

ქსელში აქამდე არაერთხელ დაანონსდა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონში ცნობილი მუსიკოსი ედ შირანი გამოჩნდება. ამჯერად კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

შირანის გამოჩენამ პროექტის თაყვანისმცემლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია:  ერთი ნაწილი მოხარულია საყვარელი მომღერლის ხილვით, სხვები კი კრიტიკულ კომენტარებს წერენ. ერთ-ერთი მაყურებელი წერს, რომ რადიოში შირანის სიმღერებს დღეში 67-ჯერ ისმენს, რადგან სხვა არაფერს უშვებენ, ამჯერად კი საყვარელ სერიალშიც მისი ნახვა მოუწევს, რაც უკვე არასასიამოვნო ხდება.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი სახეები „სამეფო კარის თამაშებში“ ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. თავის დროზე სხვადასხვა სეზონებში Snow Patrol-ის, Coldplay-ს, Sigur Rós-ის, Mastodon-ის, Of Monsters and Men-ისა და სხვების ნახვა იყო შესაძლებელი.