“სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟების მოსასხამებს IKEA-ს ხალიჩებისგან კერავენ

“სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟების მოსასხამებს IKEA-ს ხალიჩებისგან კერავენ
შოუბიზნესი / აგვისტო 7, 2017

სერიალ ”სამეფო კარის თამაშების” რამდენიმე პერსონაჟის მოსასხამს IKEA-ს ხალიჩებისგან კერავენ. ამის შესახებ კოსტიუმების დიზაინერმა მიშელ კლეპტონმა განაცხადა.

2016 წელს, კლეპტონმა ლოს-ანჯელესში ლექცია გამართა, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტში ღამის გუშაგების ჩაცმულობაზე ისაუბრა, თუმცა მისმა ნათქვამმა მედიის ყურადღება თითქმის ერთი წლის შემდეგ მიიქცია.

მისი თქმით, მაგალითად ჯონ სნოუს ბეწვიანი მოსასხამისთვის IKEA-ს ხალიჩები გამოიყენება. ისინი სერიალისთვის სპეციალურად მუშავდება, რათა ძველის იერი ჰქონდეს.

საკვანძო სიტყვები