საკეცი Samsung ოფიციალურად გამოვიდა

საკეცი Samsung ოფიციალურად გამოვიდა
Hi Tech / დეკემბერი 7, 2017

ჩინეთში Samsung-ის საკეცი ვერსიის, W2018-ის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. როგორც აქამდე მიიჩნეოდა, სმარტფონს ორი სენსორული ეკრანი აქვს. ეკრანები 4,2 დიუიმიანი Super AMOLED და Full HD გარჩევადობის არის. სმარტფონი აღჭურვილია 5 წინა და 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერით, რაც შეეხება მეხსიერებას, ის 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 64გბ შიდა მეხსიერებით არის.

თითის ანაბეჭდის სკანერი ძირითად კამერასთან არის განლაგებული, ხოლო კორპუსზე არსებული ღილაკი Bixby ხმოვანი დამხმარეს აქტივაციისთვის გამოიყენება.

ამ ეტაპზე სიახლე ხელიმსაწვდომი მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზეა. ფასის შესახებ ინფორმაცია ახლო მომავალში გამოჩნდება.

საკვანძო სიტყვები