საკეცი ეკრანი საკეც ტელეფონში: Samsung-ის ახალი სიტყვა თანამედროვე ტექნოლოგიაში

საკეცი ეკრანი საკეც ტელეფონში: Samsung-ის ახალი სიტყვა თანამედროვე ტექნოლოგიაში
Hi Tech / თებერვალი 2, 2018

როგორც ჩანს, ახალი საკეცი ტელეფონის წარმოებისთვის Samsung ძალ-ღონეს არ იშურებს. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ მოწყობილობას, შესაძლოა, ეკრანიც საკეცი ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ საკეცი დისპლეი მოხრილისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება. ამ უკანასკნელ ტექნოლოგიას კომპანია უკვე იყენებს არსებულ სმარტფონებში (Galaxy S8 და Note 8). ის, რაზეც ახლა Samsung საუბრობს, სრულიად ახალი ტექნოლოგიაა.

საკეცი ეკრანი საკეც ტელეფონში – სწორედ ეს არის, რაც სიახლეზე არის ცნობილი. სხვა დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.