როუზი ჰანტინგტონ-უითლი, კაილი მინოუგი და კრის ჰემსვორტი GQ Men of the Year Awards 2018-ის ცერემონიაზე

როუზი ჰანტინგტონ-უითლი, კაილი მინოუგი და კრის ჰემსვორტი GQ Men of the Year Awards 2018-ის ცერემონიაზე
შოუბიზნესი / სექტემბერი 6, 2018

ლონდონის „ტეიტ მოდერნის“ გალერეაში Men of the Year Awards 2018-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელზეც ბრიტანულმა GQ-მ მათი დამსახურება აღნიშნა, ვინც წლის მანძილზე საკუთარი წვლილი შეიტანა კულტურის, მოდისა და შოუბიზნესის, პოლიტიკისა და სპორტის განვითარებაში.

საპატიო სტუმრებად საღამოზე როუზი ჰანტინგტონ-უითლი, კაილი მინოუგი და კრის ჰემსვორტი, კრისი ტეიგენი და სხვა ვარსკვლავები იყვნენ მიწვეული, ღონისძიებას სტუმრობდა უელსის პრინცი ჩარლზიც, რომელიც დამსწრეთა აპლოდისმენტების ფონზე გამოვიდა სიტყვით.

საკუთარი პრემიით GQ-მ დონატელა ვერსაჩე, დენიელ კალუა, ნაომი კემპბელი, როუზ მაკგოუენი და საშა ბარონ კოენი დააჯილდოვა.