როგორი იქნება ახალი iPhone – ქსელში Apple-ის ახალი სმარტფონების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა

როგორი იქნება ახალი iPhone – ქსელში Apple-ის ახალი სმარტფონების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა
Hi Tech / სექტემბერი 11, 2018

ამერიკული მულტინაციონალური კომპანია დიდი პრემიერისთვის ემზადება და სიახლეებს მომხმარებელი უახლოეს მომავალში იხილავს, მანამდე კი ანონიმურმა წყაროებმა დახურულ პრეზენტაციაზე შეაღწიეს და ინფორმაციაც გაავრცელეს. როგორც ჩუმად გადაღებულ კადრებში ჩანს, Apple ერთდროულად სამი iPhone-ს გამოშვებას გეგმავს. მოდელები სხვადასხვა ზომის – 5,8; 6,6 და 6,1 დიუმიანი ეკრანებით იქნებიან წარმოდგენილნი. პირველ ორს – iPhone XS და XS plus ეწოდებათ, მესამეს კი iPhone Xc. რაც შეეხება მათ ღირებულებას, ფასი 900 დოლარიდან 1200 დოლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ქსელში iPhone XS-ის ახალი ფოტოები გავრცელდა და როგორც გაირკვა სიახლე ოქროსფერი შეფერილობის იქნება.

 

საკვანძო სიტყვები