როგორი იქნება 2018 წლის iPhone

როგორი იქნება 2018 წლის iPhone
Hi Tech / თებერვალი 14, 2018

7 თვეში კომპანია Apple თავისი სმარტფონის, iPhone-ის ახალ ხაზს წარადგენს. IGI Securities-ის ანალიტიკოსმა, მინგ-ჩი კუომ კომპანიის მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სექტემბერში არა ორი, არამედ სამი ახალი მოდელის პრეზენტაცია იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი 5,8 დიუიმიანი OLED-iPhone X-ის გაგრძელება იქნება, მეორე კი Plus-ის განახლებული ვერსია 6,5 დიუიმითა და ასევე OLED-ეკრანით. რაც შეეხება მესამეს, ის 6,1 დიუიმით იქნება აღჭურვილი და LCD-დისპლეით იქნება წარმოდგენილი, შედარებით დაბალი გარჩევადობით.

ახალ სმარტფონებში გამოსწორდება Face ID-ის ყველა პრობლემა და შეფერხებაც. ამას გარდა, სამივე მოდელი iOS 13-ზე გადავა.

საკვანძო სიტყვები