როგორ დამალეს პროდიუსერებმა შერლოკისა და მაიკროფტის და?

როგორ დამალეს პროდიუსერებმა შერლოკისა და მაიკროფტის და?
შოუბიზნესი / იანვარი 12, 2017

„შერლოკის“ მეოთხე სეზონის მეორე სერიაში, სტივენ მოფატმა და მარკ გეტისმა მაყურებლები გააოცეს, როდესაც ეპიზოდის დასასრულში ახალი პერსონაჟი – შერლოკისა და მაიკროფტის და გამოაჩინა. მის როლს არც ისე ცნობილი სიან ბრუკი ასრულებს. ინტერვიუში, სერიალის შემქმენელებმა იმაზე ისაუბრეს, როგორ შეძლეს და ასეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი საიდუმლოდ დატოვეს.

პროდიუსერების თქმით, მეოთხე სეზონის გადასაღებ მოედანზე ისინი ცდილობდნენ, მსახიობზე განსაკუთრებული ყურადღება არ გაემხვილებინათ, რათ პრესა მისი პერსონაჟით არ დაინტერესებულიყო. მაყურებლისა და პრესის მთელი ყურადღება მათ ტობი ჯონსზე გადაიტანეს, რომელიც კალვერტონ სმიტის როლს ასრულებდა. შესაბამისად, შერლოკისა და მაიკროფტის დის გამოჩენა თითქმის ყველასთვის მოულოდნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე სეზონის მესამე და დასკვნითი სერია ეთერში 15 იანვარს გამოვა.