რობი უილიამსის ქალიშვილი სამეფო ქორწილში პატარძლის მეჯვარე იქნება

რობი უილიამსის ქალიშვილი სამეფო ქორწილში პატარძლის მეჯვარე იქნება
შოუბიზნესი / ივლისი 9, 2018

როგორც ჩანს, პრინცესა ევგენია არ აპირებს ჩამორჩეს ბიძაშვილებს ჰარისა და უილიამს. მართალია, ელიზაბეტ მეორეს უმცროსი შვილიშვილი უინძორის სასახლის იმავე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაიწერს ჯვარს, სადაც მისმა ბიძაშვილებმა იქორწინეს, თუმცა ვარსკვლავური სტუმრები ბევრად ნაკლები იქნება.

სანატრელი მოსაწვევი უინძორის გერბით უკვე მიიღო ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა რობი უილიამსმა და მისმა მეუღლემ აიდამ, მათი ქალიშვილი 5 წლის ტეოდორა როუზი კი, პატარძლის მეჯვარე იქნება, უფრო ზუსტად – მცირეწლოვან პრინცესა შარლოტასთან ერთად ჩაიბარებს „მეყვავილეს“ ფუნქციას და პატარძალს საკურთხევლამდე მიაცილებს.

აღსანიაშნავია, რომ ევგენიას ქორწილში პატარა ტეოდორა უილიამსი პირველად გამოჩნდება ფართო პუბლიკის წინაშე, რადგან მუსიკოსი ყოველთვის მონდომებით ზრუნავს საკუთარი შვილის უსაფრთხოებაზე, არასდროს აჩვენებს ჟურნალისტებს და მის სახესაც მალავს სოციალურ ქსელში.

 

საკვანძო სიტყვები