რობი უილიამსი მეუღლესთან და სიდედრთან ერთად რეალითი-შოუში მიიღებს მონაწილეობას

რობი უილიამსი მეუღლესთან და სიდედრთან ერთად რეალითი-შოუში მიიღებს მონაწილეობას
შოუბიზნესი / ივნისი 11, 2018

რობი უილიამსი და მისი მეუღლე, აიდა ფილდი საკმაოდ აქტიურები არიან სოციალურ ქსელში. მათ სახალისო ფოტოებსა თუ ვიდეოებს მილიონობით გამომწერი ჰყავს, სწორედ ამის გამო, გაჩნდა იდეა, რომ ცნობილ ვარსკვლავურ წყვილზე რეალითი-შოუ გადაიღონ. ამის შესახებ რობიმ თავად განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკება საფინალო ეტაპზეა გადასული.

ცნობილია, რომ შოუს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი რობის სიდედრი, გვენი იქნება, რომელთანაც მომღერალს საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. აიდა ხშირად აზიარებს სახალისო ფოტოებს მეუღლისა და დედის მონაწილეობით:

“ძილის დრო. დედა, მიყვარხარ, მაგრამ ეს უკვე უხერხულია”

საკვანძო სიტყვები