რობი უილიამსი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს გახსნის

რობი უილიამსი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს გახსნის
შოუბიზნესი / ივნისი 12, 2018

რობი უილიამსი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს გახსნის, რომელიც 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთში გაიმართება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ FIFA-მ დაადასტურა.

ვარსკვლავის გამოსვლა პირველი მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე იგეგმება, როდესაც ერთმანეთს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებები შეხვდებიან. ცნობილია, რომ რობის გარდა გახსნაში მონაწილეობას მომღერალი აიდა გარიფულინა და ესპანური „რეალ მადრიდის“ ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო მიიღებენ.

 

საკვანძო სიტყვები