რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი „ბინდის“ გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებენ

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი „ბინდის“ გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებენ
შოუბიზნესი / თებერვალი 27, 2018

მიმდინარე წლის ნოემბერში ცნობილი საგა „ბინდი“ 10 წლის ხდება. ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ფილმის ახალი ნაწილი გამოვიდეს, ცოტა ხნის წინაც გაისმა. მაშინ პატინსონმა განაცხადა, რომ ფილმში, რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, მონაწილეობისთვის მზად არის.

ინსაიდერის თქმით, ბოლო დროს, პატინსონი და ბელას როლის შემსრულებელი, კრისტენ სტიუარტი ხშირად ნახულობენ ერთმანეთს და მომავალი პროექტის დეტალებზე გეგმებს აწყობენ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, ფილმის გადასაღებ მოედანზე მსახიობებს შორის რომანი დაიწყო, თუმცა ცოტა ხანში კრისტენი რეჟისორ რუპერტ სანდერსთან ღალატში ამხილეს და ვარსკვლავები ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ სტიუარტმა რომანი ქალებთან გააბა, ხოლო პატინსონი წლების განმავლობაში მომღერალ ტალია ბარნეტს ხვდებოდა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაშორდა.