რობერტ პატინსონი „ბინდის“ გაგრძელებაში მონაწილეობას არ გამორიცხავს

რობერტ პატინსონი „ბინდის“ გაგრძელებაში მონაწილეობას არ გამორიცხავს
შოუბიზნესი / თებერვალი 19, 2018

რობერტ პატინსონი არ გამოიცხავს, რომ „ბინდის“ გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებს. ასეთი განცხადება მან ბერნინალეზე გააკეთა.

„ჩემს ფილმებზე მუშაობის ცუდი გამოცდილება არასოდეს მქონია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფილმის გაგრძელებებს გავურბივარ, არის ის, რომ მათი გადაღება R რეიტინგით აკრძალულია (16 წლის ზემოთ ასაკის მაყურებლებისთვის). თუ ეს შეზღუდვა მოიხსნება, მე მზად ვარ მომდევნო ნაწილში მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა პატინსონმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინალეზე მან ფილმი „ქალწული“ წარადგინა, რომელშიც პარტნიორობას მია ვასიკოვსკა უწევს.

საკვანძო სიტყვები