რობერტ დე ნირო მერილ სტრიპს მხარდაჭერას უცხადებს

რობერტ დე ნირო მერილ სტრიპს მხარდაჭერას უცხადებს
შოუბიზნესი / იანვარი 12, 2017

მერილ სტრიპისა და დონალდ ტრამპის ისტორია გრძელდება. მას შემდეგ, რაც მსახიობმა „ოქროს გლობუსის“ სამადლობელ სიტყვაში ამერიკის პრეზიდენტი გააკრიტიკა, ვარსკვლავის მხარდასაჭერად მთელი კამპანია დაიწყო.

ვიოლა დევისისა და ჯორჯ კლუნის შემდეგ, მერილის მხარე მისმა კოლეგამ და ძველმა მეგობარმა, რობერტ დე ნირომ დაიჭირა და ამ კონფლიქტს ვრცელი წერილი მიუძღვნა:

„მერილ! შენი გამოსვლა დიდებული იყო. ეს სიტყვა უნდა თქმულიყო და შენ ამ ამოცანას თავი არაჩვეულებრივად გაართვი.  უსასრულოდ პატივს გცემ. სრულიად ვიზიარებ შენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რაც ძლიერების მხრიდან სუსტების ჩაგვრაზე თქვი. როდემდე შეიძლება?! შენმა ძლიერმა ხმამ ბევრს შთააგონა, რომ არ გაჩუმდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხმა ამოვიღოთ. ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ!“ – წერია ვარსკვლავის განცხადებაში.