რიზ უიზერსპუნი ტელეწამყვანი გახდება

რიზ უიზერსპუნი ტელეწამყვანი გახდება
შოუბიზნესი / ივლისი 11, 2018

მსახიობი რიზ უიზერსპუნი ძალებს ტელევიზიაში ცდის. ტელეარხზე AT&T ის საკუთარი სახელობის შოუს გაუძღვება.

გადაცემის „Shine on With Reese“ ფარგლებში, უიზერსპუნი ცნობილი ვარსკვლავებისგან აიღებს ინტერვიუს. შოუ ყოველკვირეული იქნება.

უკვე დაგეგმილია მასში მომღერლების, დოლი პარტონისა და პინკის, საკონდიტრო კომპანია „Sprinkles“-ის დამაარსებლის, კეისი მასგრეივზის, ასევე პოეტ კლეო უეიდისა და აქტივისტ გლენონ დოილის  სტუმრობა.

გადაცემა ქალების პრობლემებსა და ინტერესებს მიეძღვნება.

საკვანძო სიტყვები