რიტა ორას ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

რიტა ორას ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია
შოუბიზნესი / სექტემბერი 19, 2018

რიტა ორა მეორე სტუდიურ ალბომს Phoenix გამოუშვებს.

დისკი, რომელიც ისეთ სინგლებს აერთიანებს, როგორებიცაა: Your Song, Anywhere, For You, Girls და Lonely Together, 23 ნოემბერს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ავიჩისთან დუეტია, რომლის მიხედვით გადაღებული კლიპისთვის ქართველმა რეჟისორმა MTV-ს ჯილდო მიიღო.

27 წლის ბრიტანელი ვარსკვლავი ამჟამად მომავალი კრებულის მხარდასაჭერ The Girls Tour-ში იმყოფება.

ტურნე 11 მაისს გლაზგოში დაიწყო და 21 სექტემბერს გიბრალტარში დასრულდება.

საკვანძო სიტყვები