რიტა ორა ქურქითა და ღია ფეხსაცმლით სეირნობს

რიტა ორა ქურქითა და ღია ფეხსაცმლით სეირნობს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 24, 2017

 

რიტა ორა თავისი ახალი კლიპის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ლონდონის ВВС Radio 1 Studios-ს Marni-ის კაშკაშა იასამნისფერი ქურქით და ღია ფეხსაცმლით ესტუმრა.

Marni-ის 70-იანი წლების სტილში გადაწყვეტილი სამოსი, კუბოკრულ ფართო შარვალს, წითელი-ლურჯში ზედატანს, იასამნისფერ ქურქს და არც მეტი არც ნაკლები ღია ფეხსაცმელს აერთიანებდა. 26 წლის მომღერალი არ შეეწინააღმდეგა დიზაინერის ჩანაფიქრს და მიუხედავად ლონდონური წვიმიანი ამინდისა  ღია ყავისფერი, თხელი ფეხსაცმელი მოირგო.

სიმღერა Anywhere ვარსკვლავმა ლოს ანჟელესში ყოფნის პერიოდში დაწერა, ინტერვიუს დროს კი აღნიშნა-” ძალიან დამღალა რუტინამ, მუდმივმა მუშაობამ და მეცადინეობამ, ვოცნებობდი გავსულიყავი ქალაქიდან მეგობრებთან ერთად და არასოდეს მომეხედა უკან”-როგორც ჩანს მომღერლისთვის, სწორედ ეს განცდები გახდა  ახალი სინგლის შექმნის ინსპირაცია.

 

 

საკვანძო სიტყვები