რიჩარდ გირი და კერი ლოუელი ერთმანეთს დაშორდნენ

რიჩარდ გირი და კერი ლოუელი ერთმანეთს დაშორდნენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 20, 2016

რიჩარდ გირისა და კერი ლოუელის განქორწინების პროცესი, რომელიც თითქმის ოთხი წელი გრძელდება, დასასრულს მიახლოვდა. უცნობია, რა პირობით დაშორდნენ ისინი ერთმანეთს.

გირსა და ლოუელს შორის წლების მანძილზე გაწელილი სასამართლო პროცესი ფინანსურ ასპექტში შეუთანხმებლობით აიხსნება. საერთო შვილზე მეურვეობის საკითხი კი მათ საკმაოდ მალე მოაგვარეს.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდმა და კერიმ 2002 წელს შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ  იქორწინეს. 2000 წელს მათ ვაჟიშვილი, ჰომერი შეეძინათ. 2013 წელს კი ცნობილი გახდა მათი განქორწინების შესახებ.

საკვანძო სიტყვები